დღევანდელ შეხვედრაზე მოსწავლებმა გაარკვიეს, რომ სხეულები სამყაროში ურთიერთმოქმედებენ; ბავშვები შეეჯიბრნენ ერთმანეთს თოკის გაწევაში და დაადგინეს, რომ იმარჯვებს ის, ვისაც მეტი ძალა აქვს.
აგრეთვე გაიხსენეს ანდაზები: ,,ძალა ერთობაშია", ,,ძალა აღმართსა ხნავსო" და სხვა.
დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ ფრინველთა სასიცოცხლო ციკლი, კერძოდ ქათმის, რომელიც კვერცხებს ბუდეში დებს და აგროვებს, შემდეგ კი გარკვეული დროის შემდეგ ჩეკავს წიწილებს, მოსწავლეებმა წარმოადგინეს ოჯახში გადაღებული ფრინველთა ფოტოები და შექმნეს აპლიკაციები და ჩანახატები
დღევანდელ შეხვედრაზე მოსწავლეებმა სკოლის ეზოში დაათვალიერეს ყვავილოვანი მცენარეები, შემდეგ განიხილეს ყვავილოვანი მცენარეებისსასიცოცხლო ციკლი; მონაცემები მცენარის ზრდა -განვითარების შესახებ მოიძიეს და შეასრულეს ჩანახატები.
დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ შინაური ცხოველის (ძაღლის) სასიცოცხლოციკლი, თვალსაჩინოებასა და საკუთარ ძაღლებზე დაკვირვებით, მოსწავლეებმა გააკეთეს მსგავსება განსხვავებები და დაასკვნეს, რომ ძუძუმწოვრები თავიანთ ნაშიერს მზრუნველობას არ აკლებენ, სანამ ისინი არ ისწავლიან საკვების მოპოვებასა და მტრისგან თავის დაცვას.
აგრეთვე გაიხსენეს სხვადასხვა ძუძუმწოვრის ნაშიერის სახელი და შეავსეს ცხრილი