Thursday, 6 February 2020

შეხვედრა პირველი

წრის სამუშაო გეგმის გაცნობა პირველკლასელებთან

Tuesday, 11 June 2019

საწრეო მუშაობის გეგმა

 წრის სამუშაო პროგრამა

სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ციხისძირის საჯარო სკოლის 

ბუნების შემსწავლელი წრე - გარე სამყარო”

სამიზნე სკოლა 

სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ციხისძირის საჯარო სკოლა

პროგრამის განმახორციელებელი პედაგოგი და საოკნტაქტო ინფორმაცია

სოფელ ციხისძირის საჯარო სკოლის დაწყ|კლასების  პედაგოგი მარინა ჩანთარია
პ.ნ. 62001028844

პროგრამის სახელწოდება

ბუნების შემსწავლელი წრე  ,,გარე სამყარო”

წრის მნიშვნელობისა და აქტუალურობის განსაზღვრა

ბუნებისმეტყველების საწრეო შეხვედრები მნიშვნელოვანია, რაც გულისხმობს ბუნების შესწავლასა და გარემოსთან სწორი კავშირების დამყარებას, პრაქტიკული სამუშაოების მეშვეობით მოსწავლეებში შესაბამისი უნარ-ჩვევებისა და განწყობა-დამოკიდებულებების გამოუმუშავდებას,  საგნისადმი მათი დაინტერესების გაზრდასა და კრიტიკული აზროვნების , შემოქმედებითი და მიღებული ინფორმაციის სისტემაში მოყვანის უნარების განვითარებას.
აქტუალურია იმითაც, რომ სპეციფიკური ცოდნის გადაცემასთან ერთად ემსახურება მოსწავლეთა ეკოლოგიურ, ესთეტიკურ, პატრიოტულ და შრომით აღზრდას.

მიმართულება

ადამიანი და გარემო

სამიზნე ჯგუფი

მეოთხე კლასის მოსწავლეები

წრის ხანგრძლივობა, განხორციელების ვადები

28|01|2019 – 29|05|2019

პროექტში ჩართული მოსწავლეების პროფილი (ასაკი, რაოდენობა)
9-10 წლის  12 მოსწავლე

წრის მუშაობის მიზანი

მოსწავლეებს შეაყვაროს ცოცხალი და არაცოცხალი ბუნება და განუვითარდეთ მისდამი ფაქიზი დამოკიდებულება, ჩამოუყალიბდეს ბუნების დაცვის აუცილებლობის შეგნება და შეაიარაღოს ის გარკვეული შრომითი ჩვევებით.


წრის მუშაობის შეხვედრების განრიგი


საკითხების ჩამონათვალი

დრო
1.გარემოზე დაკვირვება (წიწვოვანი და ფოთლოვანი მცენარეები)

31.01
2.ბუნებრივი საარსებო გარემო

6.02
3. ხელოვნური საარსებო გარემო

14.02
4.სუფთა და დანაგვიანებული გარემო

20.02
5.ბუნებრივი მოვლენები

27.02
6.ამინდზე დაკვირვება

 6.03
7.მზე-სითბოსა და სინათლის წყარო

20.03
8.ჯანმრთელობა (საკვები პროდუქტები)

27.03
9.ჯანსაღი კვება

3.04
10. დედამიწის მიზიდულობის ძალა

10.04
11.წყალი, რომელსაც დედამიწის უდიდესი ნაწილი უკავია
17.04
12.მცენარის თესლის აღმოცენება

24.04
13.ცხოველების სასიცოცხლო ციკლი

  1.05
14.ყვავილოვანი მცენარეები

  8.05
15. მცენარეების სასიცოცხლო ციკლი

15.05
16.ფრინველთა სასიცოცხლო ციკლი

22.05
17.სხეულების ურთიერთქმედება

29.05



წრის მუშაობისთვის საჭირო რესურსი

რესურსები
მიზანი

1.სკოლის ეზო, მცენარეები, ილუსტრაციები (თვალსაჩინოება)
გააცნობიერონ, რომ მცენარეს ზრდა-განვითარებისთვის გარკვეული პირობები სჭირდება, შეძლონ საკუთარი მოსაზრებების გამოთქმა, თუ როგორ მოუარონ მცენარეს და გამოუმუშავდეთ მცენარეებისადმი მზრუნველობითი დამოკიდებულება

2. თვალსაჩინოება, ილუსტრაციები (საცხოვრებელი სახლი, ცხოველთა გალიები), სახატავი რვეულები, მუყაოს ქაღალდები, ფლომასტერები
,,ჩემი ოჯახი და ცხოველები” -ჯარალდ დარელი
(ბაკურ სულაკაური)
გააცნობიერონ ადამიანისა და ცხოველის საარსებო გარემო და აღწერონ  მისი მნიშვნელობა და გამოყენება
3. თვალსაჩინოება (ილუსტრირებული წიგნი, სურათები)

იქონიონ წარმოდგენა ხელოვნური საარსებო გარემოს შესახებ და განასხვავონ ბუნებრივისაგან

4.სახელმძღვანელო (ბუნება), საკლასო ოთახი, დაფა, ცარცი, სახატავი რვეულები, ფლომასტერები
ჩამოუყალიბდეთ  გარემოს დაცვის აუცილებლობის შეგნება, რომელიც საკლასო ოთახიდან იწყება, შემდეგ კი ყველგან - საზოგადობრივ თავშეყრის
ადგილებში, შინ და გარეთ

5.თვალსაჩინოება (ფოტოები), საკუთარი და სკოლის ეზო, სამუშაო რვეულები, ფლომასტერები

ხელი შეეწყოს მოსწავლეებში სხვადასხვა შემეცნებითი უნარების განვითარებას და ამ უნარების გამოყენებას
6.სკოლის ეზო, სამუშაო რვეულები, კალმები, ფლომასტერები

შეძლონ ბუნებაში მიმდინარე ცვლილებების აღქმა და წარმოსახვა

7.სკოლის ეზო, ილუსტრაციები (თვალსაჩინოება),
ენციკლოპედია (მზის სისტემა -ნიკოლას ბრაში, გამომც.პალიტრა)

შეძლონ ბუნებაში მიმდინარე მოვლენების აღქმის დაკავშირება საკუთარი შეგრძნების ორგანოებთან

8.თვალსაჩინოება (საკვები პროდუქტები)
სახატავი რვეულები, ფლომასტერები

გააცნობიერონ სხვადასხვა საკვების მნიშვნელობა მათი ზრდა-განვითარებისათვის

9. სხვადასხვა საკვები პროდუქტი (ღვეზელი, ხაჭაპური, ჩიფსები, ჟელიბონები, კოკა -კოლა, ჰამბურგერი და სხვა) ; თვალსაჩინოება (სურათები);
 წიგნი -ბუნება (მაია ბლიაძე),  გამომც.ბაკურ სულაკაური
მოსწავლეებმა განასხვავონ მცენარეული და ცხოველური საკვები ერთმანეთისაგან, შეძლონ სხვადასხვა სასურსათო პროდუქტის ამოცნობა და დასახელება და აგრეთვე გააცნობიერონ საკვების მნიშვნელობა მათი ზრდა-განვითარებისათვის
10.საგნები (ხურდა ფული, ასანთის კოლოფი, საწერი კალამი, ქაღალდის ფურცელი და სხვა)
დედამიწის მიზიდულობის ძალის გაცნობიერება ჩატარებული ცდების საფუძველზე
11.მსოფლიო და საქართველოს ფიზიკური რუკები, თაბახის ფურცლები, ფლომასტერები
გაეცნონ თუ რას უჭირავს დედამიწის უდიდესი ნაწილი; ამოიცნონ და დასახელონ რუკაზე არსებული ოკეანეები  და ზოგადად  შეიტყონ მისი მნიშვნელობის შესახებ
12.მცენარის (ხორბლის) თესლი, ჯეჯილი

დააკვირდნენ და გააცნობიერონ მცენარის ზრდა-განვითარებისათვის საჭირო და აუცილებელი პირობები
13. ,,ჩემი ოჯახი და ცხოველები” -ჯარალდ დარელი( გამომც.ბაკურ სულაკაური); შინაური ძაღლები,(ვიზუალური);
 თაბახის ფურცლები, ფლომასტერები
გააცნობიერონ შესწავლილი (ძუძუმწოვრების) და მათი ნაშიერების ამოცნობა და დასახელება; აგრეთვე შეძლონ ძაღლებთან ურთიერთობაში უსაფრთხოების წესების დაცვა
14.წიწვოვანი მცენარეები (ნაძვი, ფიჭვი), თვალსაჩინოება (სურათები)
შეძლოს დააჯგუფოს სკოლის ეზოს მცენარეები გარკვეული ნიშნის მიხედვით, აგრეთვე  გამოსახოს სასიცოცხლო ციკლი
15.ყვავილოვანი მცენარეები-(სურათები თვალსაჩინოება)
შეძლოს დააჯგუფოს სკოლის ეზოს მცენარეები გარკვეული ნიშნის მიხედვით, აგრეთვე  გამოსახოს მისი სასიცოცხლო ციკლი
16.თვალსაჩინოება - ვერბალური და არავერბალური (ფოტოები, ნახატები),

გააცნობიეროს ფრინველთა სასიცოცხლო ციკლი მისი გამოყენება და მნიშვნელობა
17.სკოლის ეზო,  მასწავლებელი და მოსწავლეები,  თოკი
სხეულების ურთიერთმოქმედებით გამოწვეული ძალის მნიშვნელობისა და გამოყენების განსზღვრა



შედეგი

ბავშვებმა შეიყვარეს ცოცხალი და არაცოცხალი ბუნება; ორგანიზებულ გარემოში, სისტემატიურად ცოდნის შეძენამ,  განაპირობა მათი ზოგადი განათლება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება.

Wednesday, 29 May 2019

მე-17 შეხვედრა

დღევანდელ შეხვედრაზე მოსწავლებმა გაარკვიეს, რომ სხეულები
სამყაროში ურთიერთმოქმედებენ; ბავშვები შეეჯიბრნენ ერთმანეთს თოკის გაწევაში და დაადგინეს, რომ იმარჯვებს ის, ვისაც მეტი ძალა აქვს.
აგრეთვე გაიხსენეს ანდაზები: ,,ძალა ერთობაშია", ,,ძალა აღმართსა ხნავსო" და სხვა.






Wednesday, 22 May 2019

მე-16 შეხვედრა

დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ ფრინველთა სასიცოცხლო ციკლი, კერძოდ ქათმის, რომელიც კვერცხებს ბუდეში დებს და აგროვებს, შემდეგ კი გარკვეული დროის შემდეგ ჩეკავს წიწილებს, მოსწავლეებმა წარმოადგინეს ოჯახში გადაღებული ფრინველთა ფოტოები და შექმნეს აპლიკაციები და ჩანახატები





















Wednesday, 15 May 2019

მე-15 შეხვედრა

დღევანდელ შეხვედრაზე მოსწავლეებმა სკოლის ეზოში დაათვალიერეს ყვავილოვანი მცენარეები, შემდეგ განიხილეს ყვავილოვანი მცენარეების სასიცოცხლო ციკლი; მონაცემები მცენარის ზრდა -განვითარების შესახებ მოიძიეს და შეასრულეს ჩანახატები.







Wednesday, 8 May 2019

მე-14 შეხვედრა

დღევანდელ შეხვედრაზე მოსწავლეებმა დაათვალიერეს სკოლის ეზოს ნაძვები;
მოიძიეს ინფორმაცია წიწვოვანი მცენარეების სასიცოცხლო ციკლის შესახებ; რეალურად დააკვირდნენ  წიწვოვან მცენარეებს;
შეადგინეს ნაძვის სასიცოცხლო ციკლი, აგრეთე შესრულეს ჩანახატები.